საქართველოში დაკავებულმა უკრაინელებმა შიმშილობა შეწყვიტეს


ავტორი
Front News საქართველო
კიევი: თბილისში ერთი თვის დაკავებულმა უკრაინის ექვსმა და საქართველოს ერთმა მოქალაქემ საპყრობილეში შიმშილობა შეწყვიტეს. ამის შესახებ მათმა ადვოკატმა გიორგი როსტომაშვიმა განაცხადა.
“დაკავებულებმა ახლობლების თხოვნით 20 დღის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტეს. სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქეების მიმართ გაუგებარი პოზიცია აქვს და საქართველოს ხელისუფლებისთვის არ მიუმართავს”, – განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, სასამართლო პროცესი 24 იანვარს გაიმართება.
გასული წლის 2 დეკემბერს უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქე თბილისში დააკავეს. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „გურუსა“ და „ალიანსში“ ჩაატარა.
გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს