
ავტორი
Front News საქართველო
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსი იქნება, ხოლო 30 მაისს +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს.
31 მაისიდან 3 ივნისამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელი ხანმოკლე წვიმების გამო ტემპერატურა 4-6 გრადუსით დაიკლებს, 3 ივნისიდან კი ისევ გამოიდარებს და დაცხება.
აღმოსავლეთ საქართველოში მომავალი კვირის განმავლობაში შენარჩუნებული იქნება მაღალი ტემპერატურული ფონი.
თბილისში 29 მაისს ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 30 მაისიდან მომავალი კვირის ბოლომდე +32, +34 გრადუსამდე მოიმატებს. ღამის და საღამოს საათებში შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს