საქართველოში კორონავირუსის 2 783 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 32 ადამიანი გარდაიცვალა
საზოგადოება
08.03.2022 / 10:53


ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის 2 783 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 450 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 32 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 17 693 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 798, „პისიარ“-ტესტით – 2 895.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 15,73%, ბოლო 14 დღის – 19,45%, ბოლო 7 დღის – 16,6%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 629 065 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 568 064 გამოჯანმრთელდა, 16 430 კი, გარდაიცვალა.
თაგები:
კორონავირუსი