Logo

საქართველოში კორონავირუსის 4 028 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საზოგადოება
1642
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 688 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 768 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 920 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 028 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 458 093.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 41.58%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 31.92% ხოლო 7 დღის მანძილზე – 33.03%.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 22 517 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 270 759. • ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 577 პირი ემსხვერპლა.  

 

➢ დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 028 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 228 შემთხვევა, აჭარა – 303, იმერეთი – 450, ქვემო ქართლი – 259, შიდა ქართლი – 207, გურია – 89, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 203, კახეთი – 210, მცხეთა-მთიანეთი – 27, სამცხე-ჯავახეთი – 48, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

 

➢ ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 171 731 საიდანაც: • 6 202 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 500, აჭარაში – 761, იმერეთში – 1 213.

 

• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 307 პირი, მათ შორის, თბილისში – 485, აჭარაში – 156, იმერეთში – 425. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 285 პირი,  მათგან თბილისში – 159, აჭარაში – 40, იმერეთში – 24.

 

• 1 481 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 878 – თბილისში, 406 – აჭარაში.

 

• 164 048 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. 

 

• საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 10 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 10, ხოლო აჭარაში – 0

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები