Logo

საქართველოში კორონავირუსის 943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საზოგადოება
505
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 032 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 413 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 619 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 943 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  938 583-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.27%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.50% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.77%.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 789 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 902 948. 

 

• ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 942 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 943 ახალი შემთხვევიდან:

 

თბილისში გამოვლენილია 519 შემთხვევა, აჭარა – 91, იმერეთი – 68, ქვემო ქართლი – 125, შიდა ქართლი – 15, გურია – 29, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 40, კახეთი -37, მცხეთა-მთიანეთი -13, სამცხე-ჯავახეთი – 6 . 

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 21 667 საიდანაც:

 

• 4 446 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 039, აჭარაში – 487, იმერეთში – 822.

 

• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 137 პირი, მათ შორის, თბილისში – 543, აჭარაში – 118, იმერეთში – 300. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 269 პირი,  მათგან თბილისში – 154, აჭარაში – 34, იმერეთში – 29

 

• 833 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 537 – თბილისში, 199 – აჭარაში.

 

• 16 388 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. 

 

• საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 46 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 45, ხოლო აჭარაში – 1.

 

• სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 2 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 299 პირი.

 

• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 087 ადამიანი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები