სარეზერვო სამსახურის გავლა შიდა ქართლის რეგიონშიც იქნება შესაძლებელი


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიური რეზერვის პროგრამას განაგრძობს. ტერიტორიულ რეზერვს კიდევ ერთი ბატალიონი შეემატა, რომელიც მთლიანად რეზერვისტების მომზადებაზე იქნება ორიენტირებული. საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის, მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 203-ე ბატალიონი შიდა ქართლის რეგიონის რეზერვისტებით დაკომპლექტდება.
რეზერვის პროგრამისა და პირობების გაცნობის მიზნით, 203-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის მეთაური და სხვა წარმომადგენლები ქალაქ გორში სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და პროგრამის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. სამხედრო მოსამსახურეებმა სტუდენტებს სარეზერვო სამსახურის კონტრაქტის, რეგისტრაციისა და მიღების პროცედურების, პროგრამის ფარგლებში შესასრულებელი ამოცანების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.
აქტიურ რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია. რეზერვში მიიღებიან საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები 18-დან 51 წლამდე, მათ შორის, სტუდენტები 18-დან 22 წლის ჩათვლით. მათი საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღემდე პერიოდს მოიცავს, რომელიც თანაბრად ნაწილდება 12 თვეზე. 203-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი მერვე ბატალიონია, რომელიც რეზერვისტებს მოამზადებს. ბატალიონები დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დედაქალაქისა და რეგიონების მასშტაბით, ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით არის შერჩეული.
თაგები:
რეზერვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა