სასამართლომ გიორგი ვაშაძეს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მზია გარშაულაშვილმა, პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს გიორგი ვაშაძეს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
კომისიაზე არგამოცხადების გამო აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეფარდებული აქვს ოპოზიციის არაერთ ლიდერს, მათ შორის ნიკა გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძეს, ირაკლი ოქრუაშვილს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი გირაოს გადახდას არ აპირებენ.
გადაიხდის თუ არა გირაოს ვაშაძე ჯერ უცნობია. მისი თქმით, გადაწყვეტილებას თანაგუნდელებთან მსჯელობის შემდეგ მიიღებს.
თაგები:
გიორგი ვაშაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს