Logo

სასამართლომ მირანდა ბაღათურიას და ანა ყურაშვილს 4 000-4 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

სამართალი
23 საათის წინ / 11:34
Frontnews image description

info@frontnews.ge

ავტორი

Front News

admin

თბილისის საქალაქო სასამართლომ მირანდა ბაღათურიას და ანა ყურაშვილს 4 000-4 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ორივე მათგანს პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მათთვის პატიმრობას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ჯარიმა გამოიყენა.

აღნიშნულ ბრალდებაზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება 23 აპრილს სამი პირის მიმართ დაიწყო –  პარტია “ახალის” პრესსამსახურის მირანდა ბაღათურიას, “გირჩი – მეტი თავისუფლების”  პრესსამსახურის ანა ყურაშვილის და საბა სხვიტარიძის ძმის თორნიკე სხვიტარიძის მიმართ.

გადაწყვეტილების გამოცხადებამდე საქალაქო სასამართლოში ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

მანდატურის თანამშრომლებმა რამდენიმე პირი სასამართლო დარბაზიდან გააძევეს.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.

დაპირისპირებისას ერთ-ერთი მოქალაქე დაშავდა.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები