სასამართლოსთან ფიზიკური დაპირისპირების შედეგად სავარაუდოდ, რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ავტორი
Front News საქართველო
სამოქალაქო აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც. პოლიცია ტერიტორიის გაწმენდას ცდილობს და აქტივისტების დაკავებას იწყებს.
სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს ჯიხურიდან აქტივისტები, რომლებიც იქ დროშებით იდგნენ.
პოლიციამ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა, რის გამოც რამდენიმე ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
ამ დროისთვის სასამართლოს ეზოში კვლავ დაძაბული ვითარებაა.
სააკაშვილის მხარდამჭერებმა კი სავალი გზა გადაკეტეს.
თაგები:
სასამართლო




