Logo

სასამართლომ ბექა პაპაშვილს 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

სამართალი
1 დღის წინ / 18:42
283
Frontnews image description

თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ ბექა პაპაშვილს 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნულს პაპაშვილის მხარდამჭერების მხრიდან ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. 

ადგილზე პაპაშვილის მხარდასაჭერად სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად პოლიტიკოსებიც იმყოფებოდნენ.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილება პოლიტიკურია.

"მოსამართლის გადაწყვეტილება პოლიტიკურია. იმისთვის, რომ ბექა პაპაშვილმა მოღალატეები უწოდა თეა წულუკიანს და ყველას, ვინც შეურაცხყოფს საქართველოს ეროვნული გმირების სახელს და ცდილობს, საქართველოს უახლესი ისტორიის გადაწერას, მათ თავისი სახელი დაარქვა. ამის გამო, მოსამართლემ გაუშვა პატიმრობაში და შემდეგ ძალადობით ამ მონებმა - მანდატურის თანამშრომლებმა გამოყარეს ყველა დარბაზიდან.

ამით ივანიშვილის რეპრესიული მანქანა მოქალაქეების დაშინებას ცდილობს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 

ბექა პაპაშვილს თეა წულუკიანისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.

Advertisement