
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით "გახარია საქართველოსთვის" ლიდერის გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.
გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
13 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. გიორგი გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 13 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
გიორგი გახარია რამდენიმე თვეა, ქვეყანაში არ იმყოფება.
თაგები:
გიორგი გახარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს