სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავა

ავტორი
Frontnews საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულთაგან ორმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო გამტარი პუნქტის „სარფის“ გვერდის ავლით, ტრაილერში დამალვის გზით გადმოკვეთა, ხოლო ერთმა პირმა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი ქვეითად, უკანონოდ გადმოკვეთა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 5 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
ერთ-ერთი დაკავებულის მიმართ გატარდა საიმიგრაციო პროცედურები, რის შედეგადაც განხორციელდა მისი ქვეყნიდან გაძევება.
თაგები:
სასაზღვრო პოლიცია




