სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა

ავტორი
Frontnews საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და შენახვის ფაქტზე 2 პირი დააკავეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულებმა წითელი ხიდის სექტორ „ვახტანგისის“ დასაცავ მონაკვეთზე აზერბაიჯანი-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთეს.
სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება "თებაინი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 12 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
თაგები:
ნარკოდანაშაული




