სასაზღვრო პოლიციამ სანაპირო დაცვის დღე აღნიშნა


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დაარსებიდან 24 წელი შესრულდა. სანაპირო დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ფოთში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე, სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ნიკოლოზ შარაძემ სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორთან, I რანგის კაპიტან რამაზ პაპიძესთან ერთადგახსნა.
ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
სასაზღვრო პოლიციის უფროსმა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს სანაპირო დაცვის დღე მიულოცა.
“დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დღეა. ვულოცავ მთელ პირად შემადგენლობას ამ ღირსშესანიშნავ თარიღს. სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა დიდ როლს ასრულებს როგორც ქვეყნის საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით, ასევე, საერთაშორისო საზღვაო ღონისძიებებში. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს სანაპირო დაცვამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა.
სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფებმა წარმატებით გაიარეს ნატოს შეფასების 4-წლიანი პროგრამა, რის შედეგადაც ალიანსმა საქართველოს ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციის – ,,ზღვის მცველის“ ოპერაციულიპარტნიორის სტატუსი მიანიჭა”, – განაცხადა სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ნიკოლოზ შარაძემ.
სასაზღვრო პოლიციის უფროსმა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის 16 თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის დააჯილდოვა.
ნიკოლოზ შარაძემ, სტუმრებთან ერთად, გვირგვინით შეამკო 2008 წლის აგვისტოს ომში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების მემორიალი.
თაგები:
სანაპირო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს