საშობაოდ ტერაქტების საფრთხის გამო გერმანიაში, ავსტრიასა და ესპანეთში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს


ავტორი
Front News საქართველო
გერმანიაში, ავსტრიასა და ესპანეთში, საშობაოდ ტერაქტების საფრთხის გამო უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს.
სააგენტო “როიტერის” ინფორმაციით, გერმანიის ქალაქ კელნში, საკათედრო ტაძართან სამართალდამცველების დამატებითი ძალების მობილიზება მოხდა. როგორც პოლიციაში აცხადებენ, საშობაო მესაზე დასწრების მსურველებს ტაძარში შესვლამდე შეამოწმებენ.
ძალოვან უწყებაში არ აკონკრეტებენ, აქვთ თუ არა ინფორმაცია კონკრეტული პირების მიერ დანაშაულის მზადების შესახებ.
მანამდე გერმანულმა გამოცემა „ბილდმა“ გაავრცელა ცნობა, რომ გერმანიის, ავსტრიისა და ესპანეთის ხელისუფლებამ მიიღო ინფორმაცია, რომ ისლამისტი ტერორისტები საშობაოდ და ახალ წელს ტერაქტებს გეგმავენ.
ავსტრიაში განაცხადეს, რომ საშობაო ბაზრობებთან და ეკლესიებთან უსაფრთხოების ზომები გამკარდება.
საშობაოდ ტერორისტული თავდასხმის საფრთხე გაზარდა ესპანეთის ხელისუფლებამაც.
თაგები:
ევროპა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს