“საჭიროა ფართო პოლიტიკური ერთიანობა დაძაბულობის განმუხტვისა და დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისთვის”

ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოუწოდებს, თავშეკავებულად და პასუხისმგებლობით იმოქმედონ, რათა თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია. ამის შესახებ ევროკავშირის განცხადებაშია ნათქვამი.
„ევროკავშირი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა მხოლოდ გულწრფელი პოლიტიკური დიალოგითაა შესაძლებელი. საქართველოსა და მისი ყველა მოქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ მხარეებს დაუყოვნებლივი დეესკალაციისკენ”, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირში აღნიშნავენ, რომ საჭიროა პოლიტიკური გამბედაობა და ნამდვილი დემოკრატიული ლიდერობა, რომ მხარეები შეთანხმდნენ და პოლარიზაციის გაღრმავება თავიდან აიცილონ.
„საჭიროა ფართო პოლიტიკური ერთიანობა დაძაბულობის განმუხტვისა და დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისთვის, მათ შორის სასამართლო და საარჩევნო რეფორმების გზით. პოლიტიკური სტაბილურობა და ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი, ასევე კორონავირუსის პანდემიისა და მისი შედეგების ეფექტურად აღმოფხვრის წინაპირობებია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:





