Logo

Logo

საუდის არაბეთში ნავთობის გიგანტის კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

მსოფლიო
Frontnews image description

28 ივნისს, საუდის არაბეთის აღმოსავლეთ ნაწილში მსოფლიოში უდიდესი ნავთობკომპანიის კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა.

ვერტმფრენი საუდის არაბეთის ნავთობკომპანია Aramco-ს ეკუთვნოდა.

შემთხვევა ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ რას-ტანურაში მოხდა, სადაც განთავსებულია კომპანიის უმსხვილესი ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა და ტერმინალი.

კატასტროფა მოხდა ორი დღის შემდეგ, რაც Aramco-მ პარასკევს, თითქმის ოთხთვიანი შეჩერების შემდეგ, იმავე ტერმინალში ნედლი ნავთობის ჩატვირთვა განაახლა.

ბორტზე მყოფი 14-ვე ადამიანი დაიღუპა, ყველა მათგანი საუდის არაბეთის მოქალაქეა.

ავიაკასტროფის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. შესაბამისმა უწყებებმა გამოძიება უკვე დაიწყეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები