საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობასთან ხმაური იყო


ავტორი
Front News საქართველო
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობასთან ცოტა ხნის წინ ხმაური იყო.
შენობაში ბორდის სხდომა მიმდინარეობს, სადაც თავდაპირველად შეთანხმება იყო, რომ სხდომაზე დასწრების უფლება კონკრეტულ პირებს ექნებოდათ, არსებობდა ამის სიაც, თუმცა პირობა არ შესრულდა.
ბორდის სხდომას ის მოქალაქეებიც უნდა დასწრებოდნენ, რომლებიც აღნიშნული არხისგან ღია ეთერს მოითხოვდნენ საზოგადოებისთვის, თუმცა გადაწყვეტილება შეიცვალა და მათ დასწრების უფლება ამ დრომდე არ მიეცათ.
თავდაპირველად სხდომაზე დასწრების უფლებას არ აძლევდნენ ვასილ ჩიქოვანს და არხის კიდევ ერთ თანამშრომელს, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ მათ დასწრების უფლება მისცეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობაში ბორდის სხდომა მიმდინარეობს.
თაგები:
საზოგადოებრივი მაუწყებელი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს