სემენჩეკოს “ტიტუშკები” ოპოზიციისთვის თუ ძმათნაფიცების შეხვედრა? როგორ დააკავეს საქართველოში უკრაინელი დამნაშავეები


ავტორი
Front News საქართველო
კიევი: 2 დეკემბერს თბილისში 5 უკრაინელი დააკავეს, მოგვიანებით საქართველოს შსს 7 დაკავებულის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, მათ შორის ერთი – ანტიტერორისტული ოპერაციის მებრძოლია. ინციდენტი თბილისის ერთ-ერთი სასტუმრო “ალიანსში” მოხდა. სპეცოპერაციის დროს ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია იარაღი.
გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
დაკავებულთა შორის არიან:
ალექსანდრ ნოვიკოვი: ეჭვმიტანილია, ძარცვაში, ყაჩაღობაში და “კალაშნიკოვის” ქურდობაში.
ლუკა ჩხეტია უკრაინაში პოლიციელის დაჭრისთვის გამოძიების პროცესშია. მას თავდებში დეპუტატები სემენჩენკო, პარასიუკი და სობოლიო დაუდგნენ.
უნდა აღინიშნოს, რომ ვლადიმერ პარასიუკი და სიმიონ სემენჩეკო არიან ისინი, ვინც ცდილობდნენ არშემდგარი “სააკაშვილის მაიდნის” ძალოვან ფრთა ყოფიყვნენ – ანტიტერორისტული ოპერაციის ვეტერანი-დეპუტატები. სწორედ პარასიუკი, ასევე სემენჩენკო და მისი ადამიანები ცდილობდნენ მიხეილ სააკაშვილის პირველი მარშის დროს რადასთან პოლიციის კორდონის გარღვევას.
“მოხალისეებო, ნუ ზიხართ, ნუ ელოდებით, ახლა უმაღლეს რადასთან ჩვენი ძმათნაფიცები “დონბასიდან”, “აიდარიდან”, შეიარაღებული ძალებიდან, პოლიციის ბატალიონებიდან არა მხოლოდ იგერიებენ სპეცრაზმის შეტევას, არამედ ქმნიან მოხალისეთა არმიას უკრაინის გასათავისუფლებლად”, – აცხადებდა სემენჩენკო მიტინგის ტრიბუნიდან, რომელიც სააკაშვილის მხარდამჭერი მარშით დასრულდა.
როლანდ მელია – იმყოფება ძებნაში რიგი დანაშაულებისთვის, მათ შორის იარაღის სენახვისთვის, რომელიც განკუთნილი იყო სააკაშვილის მოედნისთვის, ასევე პოლიციელის ცემისთვის.
იგორ ორლენკო – “იბრძოდა” “დონბასის” შემადგენლობაში, სინამდვილეში კი მხოლოდ ერთხელ მიიღო საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობა დებელცევოსთან, სადაც კონტუზია მიიღო. 2015 წლის გაზაფხულზე, როდესაც შიროკინოსთან ბრძოლა მიმდინარეობა, მსახურობდა “კომენდატის” დანაყოფში, რომელიც იცავდა პანსიონატ “სვეტლანას” მელეკინოში. შემდეგ გადავიდა სემენჩენკოს დაცვის ფირმაში, მონაწილეობდა სემენჩენკოს ყველა ბინძურ საქმეში.
იური კოროსტილევი;
სერგეი კლადკო;
დიმიტრი კურაგინი;
წყაროები ასევე ახსენებენ დაჯგუფების მერვე წევრის დაკავებას. ეს არის თენგიზ თეთრუაშვილი – “კაგებეს” ყოფილი თანამშრომელი, აქვს პირდაპირი კავშირი იგორ გიორგაძესთან.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დაკავებულებს დაენიშნათ ადვოკატი და მათი უფლებები არ ირღვევა.
აქტივისტ ანდრეი ძინძის თქმით, 7 უკრაინელს შორის სასტუმროში იმყოფებოდა უკრაინის რადას დეპუტატი სიმიონ სემენჩენკო, თუმცა ის და მისი თანაშემწე ევგენი შევჩენკო დაკავებას დიპლომატიური პასპორტის წყალობით გადაურჩნენ.
მისივე თქმით, ამ ჯგუფის მიზანი საქართველოში გადატრიალების მოწყობა იყო.
თავად სემენჩენკო აცხადებს, რომ ის სასტუმროში სხვა ნომერში იმყოფებოდა, მის მეგობრებს კი არანაირი იარაღი არ ქონიათ.
“საქართველოში არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით ჩამოვედი. შემიძლია, წარმოვადგინო აკრედიტაცია და მოწმობა. 29 ნოემბერს ჩამოვიდა ჩემი ცოლი და ერთად ვისვენებდით. ეს ხალხი ჩემს დაქვემდებარებაში იყო.
მათ თითქმის ხუთი წელია ვიცნობ. 2014-2015 წლებში იბრძოდნენ და მსახურობდნენ იმ ბატალიონში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი. ისინიც და მეც, აქ ჩამოვედით საველე მეგობრების, თანამებრძოლების მოსანახულებლად. ყოველ საღამოს სხვადასხვა ადგილას ვიკრიბებოდით. როდესაც ისინი ჩამოვიდნენ და გაიარეს შემოწმება, იარაღი არ ჰქონდათ.
მათ პოლიტიკური მიზნები არ ჰქონიათ. შეიძლება ლუკა ჩხეტია აპირებდა წასვლას მიტინგზე, მაგრამ სხვები არა. მე არავის დავუკავებივარ“,- განაცხადა რადას დეპუტატმა.
სპეცსამსახურებმა ასევე დაადგინეს, რომ სემენჩენკოს და საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში შეხვედრის შემდეგ, მისი დანაყოფიდან საქართველოში უკრაინელთა ჯგუფების გამოგზავნა დაიწყო. სავარაუდოდ, საუბარია ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო გამოსვლებზე საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ.
სემენჩენკო მზად არის სააკაშვილს თავდებში დაუდგეს და “სააკაშვილის მაიდნისთვის” ძალისმიერი ფრთა შექმნას. პოლიტიკოსებს შორის, რომლებიც მხარს უჭერდნენ მიხეილ სააკაშვილს, იყო იულია ტიმოშენკო, ასევე ლვოვის მერი ანდრეი სადოვი, ოლეგ ბერზიუკი, დიმიტრი რეზნიჩენკო, ალექსანდრე ონიშენკო, ყოფილი პრემიერი ნიკოლაი აზაროვი და ყოფილი დეპუტატი ვადიმერ ოლეინიკი. სააკაშვილს თავდებში უდგებოდნენ ასევე პარასიუკი და დეპუტატი ალიონა შკრუმი, რომელსაც “ბატკივშინას” “ტვინს” უწოდებენ.
ივან როსადა, FNI
