Logo

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრის ბენეფიციარებს სადღესასწაულო ნობათები გადასცა

რეგიონები
77
Frontnews image description

დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია და საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ტყებუჩავა, მოადგილეებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრის ბენეფიციარებს შეხვდნენ და მათ სადღესასწაულო ნობათები გადასცეს.

სასაჩუქრე ნობათები კვების ცენტრის 237 ბენეფიციარს და მათ ოჯახებს გადაეცა. ნობათი 10 სხვადასხვა სახეობის პროდუქტს მოიცავს და საერთო ღირებულება 10 500 ლარს შეადგენს.

სენაკის მერის განცხადებით, მსგავსი სოციალური ინიციატივები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღესასწაულების პერიოდში, რადგან ამ დროს ერთმანეთის მხარდაჭერა და თანადგომა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

"ჩვენთვის პრიორიტეტულია, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ თითოეულ ადამიანზე, განსაკუთრებით კი - მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრის ბენეფიციარებზე ზრუნვა და მათი მხარდაჭერა. მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მსგავს სოციალურ აქტივობებს და მაქსიმალურად ვიზრუნებთ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე", - განაცხადა ვახტანგ გადელიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები