
ავტორი
Front News საქართველო
უხვმა ნალექმა და წყალმოვარდნებმა სენაკის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.
ძლიერი წვიმებისგან წარმოქმნილმა წყალდიდობამ დააზარალა მოსახლეობის ნაწილი, დააზიანა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა.
დაიტბორა ქუჩები, წყალმა რამდენიმე ქუჩაზე საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები დატბორა. ასევე დაიტბორა სახნავ-სათესი ფართობები.
დაზიანდა ადმინისტრაციული ერთეულების შიდა გრუნტოვანი გზები, ხიდების ნაწილი.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკის მერიაში შესულ შეტყობინებებზე მყისიერი რეაგირება ხდება.
"პრობლემურ ადგილებზე იმყოფებიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. წყალდიდობით გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად, სტიქიის პირველივე წუთებიდან ყველა შესაბამისი მუნიციპალური სამსახური მობილიზებულია და საგანგებო რეჟიმში მუშაობს. პრობლემურ ადგილებში მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბრიგადები", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს