Logo

სენაკში ჟიული შარტავას 80 წლის იუბილეს აღნიშნავენ

საზოგადოება
557
Frontnews image description

საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 80 წლის საიუბილეო თარიღი განსაკუთრებულად აღინიშნება მის მშობლიურ ქალაქ სენაკში. სენაკში დილიდან სხვადასხვა ღონისძიებები მიმდინარეობს.

 

ჟიული შარტავას ბიუსტი გვირგვინებით შეამკეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ეროვნული გმირის ბიუსტთან დილიდან მიდიან და პატივს მიაგებენ სენაკელები.

 

დღეს სენაკში გაიხსნა ეროვნული გმირის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი გამოფენა, საკათედრო ტაძარში ჩატარდა ჟიული შარტავას და აფხაზეთში გმირულად დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი. 

 

დღესვე სენაკის თეატრში ჟიული შარტავას ცხოვრების ამსახველი სპექტაკლის “დაბადების დღე” ჩვენება გაიმართება. სპექტაკლი რუსთავის სახელმწიფო აკადემიურმა თეატრალმა დადგა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები