Logo

სენატორები – მოვუწოდებთ მთავრობას, გადახედოს ამ შემაშფოთებელი კანონპროექტის გატანას

პოლიტიკა
497
Frontnews image description

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში, სენატორმა ჯინ შაჰინმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დემოკრატმა სენატორმა ბობ მენენდესმა, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წამყვანმა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა, სენატის უმრავლესობის მდივანმა სენატორმა დიკ დურბინმა და რესპუბლიკელმა სენატორმა პიტ რიკეტსმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

 

“ქართველი ხალხი, რომელიც ქუჩაში გამოვიდა კრემლის მიერ შთაგონებული კანონმდებლობის გასაპროტესტებლად, ნათლად ხედავს, რომ საქართველოს პარლამენტის ეს ნაბიჯი არა მხოლოდ თავს ესხმის საქართველოში დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, არამედ წარმოადგენს უზარმაზარ უკან გადადგმულ ნაბიჯს ქართული დემოკრატიისთვის და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს.

 

თუ ეს კანონპროექტი იქნება მიღებული, მის საზიანო შედეგებზე პასუხისმგებელი ცალსახად მმართველ პარტია იქნება, რომელმაც უარი თქვა შეესრულებინა საკუთარი ვალდებულება და ეკონომიკური და უსაფრთხოების მისწრაფებები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ დასავლეთთან მიმართებაში. ეს კანონი მხოლოდ დააშორებს საქართველოს იმ ტრანსატლანტიკური საზოგადოებიდან, რომელშიც ის ამბობს, რომ სურს გაწევრიანება.

 

ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, გადახედოს ამ შემაშფოთებელი კანონპროექტის გატანას, რათა თავიდან აიცილოს კიდევ ერთი მარცხი მათ დემოკრატიულ ტრაექტორიაზე და იმუშაოს ქართველი ხალხისთვის უკეთესი მომავლის ასაშენებლად. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მისცეს საშუალება მის მოქალაქეებს გამოხატონ მშვიდობიანი პროტესტი – ეს არის ძირითადი უფლება, რომელიც დაცული უნდა იყოს ნებისმიერ დემოკრატიაში”, – აცხადებენ სენატორები.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები