Logo

სერგი კაპანაძე - აქ, შიგნით მოსახლეობამ უნდა გასცეს საკადრისი პასუხი "ქართულ ოცნებას", რომელიც გვაკარგვინებს უვიზო მიმოსვლას

პოლიტიკა
414
Frontnews image description

აქ, შიგნით საქართველოს მოსახლეობამ უნდა გასცეს საკადრისი პასუხი "ქართულ ოცნებას", რომელიც დღისით და მზისით გვაკარგვინებს უვიზო მიმოსვლას, - ამის შესახებ დიპლომატმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" თავის დანაშაულებს სხვას აბრალებს.

"აქ, შიგნით საქართველოს მოსახლეობამ უნდა გასცეს საკადრისი პასუხი "ქართულ ოცნებას", რომელიც დღისით და მზისით გვაკარგვინებს უვიზო მიმოსვლას. მე მგონია, რომ "ქართულმა ოცნებამ" ძალიან ბევრი წითელი ხაზი გადალახა და მოახერხეს პროპაგანდის შედეგად, რომ თავიანთი ბრალეულობა გვერდზე გადადეს. 

"ქართული ოცნება" დაბრალების ოსტატია, ყველას რაღაცას აბრალებს. რაღაც ჩამოვარდა და ადამიანი გარდაიცვალა - ადგილობრივ მოსახლეობას დააბრალა, ხალხი რომ ლანძღავს - კანონებს ამკაცრებს, ადამიანმა თვითმკვლელობა სცადა და ტელევიზიებს დააბრალა - თქვენი ბრალიაო, ყოველთვის ყველას აბრალებენ, ოსტატები არიან. ახლა, თუ დავკარგავთ ასოცირებას, უვიზოს ან კანდიდატის სტატუსს, ვიღაცას აუცილებლად დააბრალებენ", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

Advertisement