
ავტორი
Front News საქართველო
ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, Caucasus Auto Import -ის წარმომადგენლებთან ერთად, შოვის ტრაგედიის დროს გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებს შეხვდა და მათ კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მერთან ერთად იმყოფებოდნენ, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში ირმა ჩიხრაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი და მერის წარმომადგენელი გლოლის ადმინისტრაციულ ერთეულში ვანო ბიჭაშვილი.
მუნიციპალიტეტის მერმა შოვის სტიქიის დროს ტრაგიკულად დაღუპული პირების ოჯახებს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით ერთჯერადი ფინანსური დახმარების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ფინანსური დახმარება გაეწია იმ ოჯახებს, რომლებმაც 3 აგვისტოს, სტიქიის შედეგად მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი დაკარგეს.
“იმ ტრაგიკული დღიდან ორ თვეზე მეტი გავიდა, რომელმაც ყველა ჩვენგანი შეძრა. სტიქიისგან მიყენებული ყველანაირი ზარალი შეიძლება ანაზღაურდეს, მაგრამ ვერაფერი აანაზღაურებს ადამიანთა სიცოცხლეს და იმ ტკივილს, რაც მათი დაკარგვით მოგვადგა ყველას, პირველ რიგში, მათ ოჯახებს. კიდევ ერთხელ მინდა დიდი გულისტკივილით მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს და პატივი მივაგო მათ ხსოვნას.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იმ უმძიმეს დღეებში პირნათლად ასრულებდა თავის მოქალაქეობრივ, სამსახურებრივ მოვალეობას და ხალხს, ვინც ჩვენს მუნიციპალიტეტს ეხმარებოდა”, – განაცხადა სერგი ხიდეშელმა.
თაგები:
სერგო ხიდეშელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს