
ავტორი
Front News საქართველო
ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში არსებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ცენტრები მოინახულა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერი ადგილზე გაეცნო ჯგუფების სასწავლო გარემოს და აღსაზრდელებს დამატებით გადასცა სასწავლო დიდაქტიკური მასალები და სათამაშოები.
“საქართველოს კანონმა “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ განსაზღვრა მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები და ვალდებულებები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით.
ამ დროისთვის, აღნიშნული ცენტრები მუნიციპალიტეტის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში უწერაში, ჭიორაში, წედისსა და ჟაშქვაში გაიხსნა, 5-6 წლიანი ასაკის ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისი, ადრეული და სკოლამდელი განათლება.
შეგახსენებთ, რომ სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით საპილოტე რეჟიმში ონის მუნიციპალიტეტი ახორციელებს სკოლამდელი განათლების მიწოდებას ალტერნატიული მოდელების ფორმით, თითოეული ბავშვისთვის განათლების უფლების უზრუნველსაყოფად”, – აღნიშნულია მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თაგები:
სერგო ხიდეშელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს