
ავტორი
Front News საქართველო
ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია ხვდება რეზოლუციებში, მაგრამ პირველი შემთხვევაა, როდესაც მოქმედ თანამდებობის პირებს ეხება და არამხოლოდ ოლიგარქს, ან საპატიო თავმჯდომარეს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპარლამენტი, როგორც ნებისმიერი ქვეყნის პარლამენტი იღებს ძირითად გადაწყვეტილებებს და შემდეგ უკვე ევროკომისია, როგორც აღმასრულებელი ახორციელებს.
“ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია, ხვდება რეზოლუციებში, მაგრამ მოქმედი თანამდებობის პირები, როგორიც არის ქალაქის მერი, როგორიც არის პრემიერი – პირველი შემთხვევაა, როდესაც მოქმედ თანამდებობის პირებს ეხება და არამხოლოდ ოლიგარქს, ან საპატიო თავმჯდომარეს. ასევე, მაქვს ინფორმაცია, რომ სხვადასხვა ჯგუფებიც ამზადებენ მსგავს პროექტებს. ევროპარლამენტი, როგორც ნებისმიერი ქვეყნის პარლამენტი იღებს ძირითად გადაწყვეტილებებს და შემდეგ უკვე ევროკომისია, როგორც აღმასრულებელი ახორციელებს. რეზოლუციები არის ის პოლიტიკური საფუძველი, რაზეც მიიღება გადაწყვეტილებები“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
ევროპარლამენტი საქართველოს საკითხზე რეზოლუციის მისაღებად ემზადება.
თაგები:
სერგო ჩიხლაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს