სერჟ სარქისიანს შინაპატიმრობა შეეფარდა

ავტორი
Front News საქართველო
სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სერჟ სარქისიანს აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობა შეეფარდა. მის წინააღმდეგ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების, თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების მუხლით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
როგორც ცნობილია, ამ საქმეზე გუშინ კიდევ ექვსი ადამიანი დააკავეს. მათგან რამდენიმე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობა შეეფარდათ.
ასევე, გუშინ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი ვაჟი სედრაკ ქოჩარიანი ანტიკორუფციული კომიტეტის მიერ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დააკავეს. დაკავებამდე ქვეყნის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა რობერტ ქოჩარიანის და მისი ოჯახის წევრების კუთვნილ რამდენიმე ათეულ მისამართზე ჩხრეკა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.
მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სამართალდამცველებს დაავალა, ზომები მიეღოთ ქვეყნის მეორე პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის და მესამე პრეზიდენტის სერჟ სარქისიანისთვის ქონების ჩამორთმევის მიზნით.
თაგები:
სერჟ სარქისიანი




