
ავტორი
Front News საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, შპს “ლიდერის“ ხორცპროდუქტებში განმეორებითი ლაბორატორიული კვლევისას ცხენის და ვირის ხორცი კვლავ გამოვლინდა.
“სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა შპს “ლიდერს“ (გლდანის ა/მიკრორაიონი, 48-ე კორპუსის მიმდებარედ) საწარმოო პროცესი შეუჩერა და დააჯარიმა.
16 ნოემბერს, განმეორებითი კვლევისთვის აღებულ ხორცპროდუქტების ნიმუშებში ცხენისა და ვირის დნმ-ი კვლავ გამოვლინდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დამატებითი მოკვლევა გრძელდება.
მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სურსათის ნიმუშების აღებასა და კვლევას სხვადასხვა პარამეტრზე”, – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
სესი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს