Logo

სეტყვამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა

საზოგადოება
1484
Frontnews
სეტყვამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა

კახეთში დილიდან სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან.

 

გუშინ გვიან ღამით მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარიშხალმა ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები გაანადგურა.

 

სეტყვამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა. განსაკუთრებით რთული ვითარება შრომასა და ნინიგორის თემშია.

 

ადგილობრივების შეფასებით, ზარალი გარკვეულ მონაკვეთზე 80%-ს აჭარბებს. 

 

ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია დაითვლის.

 

თაგები:

სეტყვა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები