Logo

შაჰინი - ეს ნაბიჯები მოსკოვის ინტერესებს სრულად შეესაბამება

პოლიტიკა
153
Frontnews image description

ამერიკელმა სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებით, უკრაინა არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც რუსეთი თავისი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად იძულების მეთოდებს იყენებს.

შაჰინმა სენატში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას საქართველოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასულ წელს მთავრობამ საკუთარი მოქალაქეების გასაჩუმებლად უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა, მათ შორის, უარი თქვა კონსტიტუციით განსაზღვრულ ევროატლანტიკურ კურსზე.

"უკრაინა არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც კრემლი მეზობლების გასაკონტროლებლად და მათი პოლიტიკური კურსის კარნახისთვის იძულების მეთოდებს იყენებს.

გასულ წელს საქართველოს მთავრობამ საკუთარი მოქალაქეების გასაჩუმებლად და დემოკრატიული სისტემის დასუსტების მიზნით უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა. მან რეპრესიული კანონები მიიღო. მან უარი თქვა საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ პირობაზე ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანების შესახებ. მან სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა მოახდინა და პოლიტიკური ოპოზიცია დააკავა. აღნიშნული ნაბიჯები მოსკოვის ინტერესებს სრულად შეესაბამება.

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები, მათ შორის ნინო დოლიძე, დემოკრატიის ეროვნული ინსტიტუტის დემოკრატიის ჯილდოს მფლობელი, ძირითადი უფლებების დასაცავად პირადი რისკის ფასად მუშაობენ. მათი ბრძოლა ფართო გლობალური წინააღმდეგობის ნაწილია", - განაცხადა შაჰინმა.

თაგები:

ჯინ შაჰინი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები