Logo

შალვა კერესელიძე – ხელისუფლებამ ლეგიტიმაცია შეწყვეტილ და უფლებამოსილება შეჩერებულ საკრებულოებს 2022 წლის ბიუჯეტი მიაღებინა

პოლიტიკა
1535
Frontnews image description

“ხელისუფლებამ ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება და ლეგიტიმაცია შეწყვეტილ და უფლებამოსილება შეჩერებულ საკრებულოებს და დეპუტატებს 2022 წლის ბიუჯეტი მიაღებინა, რაც პირველ რიგში, ძალიან დიდი შეურაცყოფაა ჩვენი მოქალაქეების და ადგილობრივი  თვითმმართველობის“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა შალვა კერესელიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 

 

მისი თქმით, ხელისუფლებამ ახლადარჩეული საკრებულოს დეპუტატებისთვის სასათბურე პირობები შექმნა.

 

“მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი თვითმმართველობისთვის მთავარი ფისკალური დოკუმენტია, რომელიც უნდა დგებოდეს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე და პრიორიტეტებზე დაყრდნობით, ვგულისხმობ – სოციალურს, ეკონომიკურს, საგანმანათლებლოს, ინფრასტრუქტურულს და სხვადასხვა მიმართულებებს.  ნაცვლად ამისა, თქვენ ამჯობინეთ, რომ საკრებულოებში ხელოვნურად შეგექმნათ კიდევ ახალი თანამდებობები, კიდევ უფრო სასათბურე პირობები შეგექმნათ ახლადარჩეული საკრებულოს დეპუტატებისთვის და პრაქტიკულად, მმართველი ძალის ყველა დეპუტატს ჰქონოდა უფროსის ან მოადგილის სტატუსი და ადგილობრივი მოქალაქეები და მათ წინაშე არსებული პრობლემები, სამწუხაროდ, მეორეხარისხოვან პრობლემათა ნუსხაში არის ჩაწერილი“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები