
ავტორი
Front News საქართველო
“მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას – 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირების პროცესში ყველა შესაბამისმა უწყებებმა და ადგილობრივმა თვითმმართველობებმა ინფრასტრუქტურული პროექტების ფორმირების დროს პრიორიტეტად გაითვალისწინონ მდინარეების და ხევების კალაპოტების, ნაპირსამაგრების, გაბიონების და სანიაღვრე არხების მოწყობისა და გაწმენდითი სამუშაოების განხორციელება“, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ წევრმა შალვა კერესელიძემ.
დეპუტატის თქმით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა ადგილობრივ თვითმმართველობებთან კოორდინირებული თანამშრომლობით, კანონის დონეზე უნდა შეიმუშაონ მიდგომა, რომლის თანახმადაც მუნიციპალიტეტის მერიებს შესაძლებლობა მიეცემათ მარტივად და ნაკლები ბიუროკრატიით, მცირე ხევების და კალაპოტების გაწმენდითი სამუშაოების ჩაატარონ და ამოღებული ინერტული მასალები, სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემების მოსაგვარებლად გამოიყენონ.
თაგები:
შალვა კერესელიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს