შალვა ხაჭაპურიძე – აქვს მოლოდინი, თქვა, რომ არაფერია გამორიცხული ამათგან, მიუხედავად იმისა, რომ მომაკვდავ მდგომარეობაში ვარო


ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მესამე პრეზიდენტისთვის კლინიკა “ვივამედის“ განცხადება მოულოდნელი იყო.
“ეს განცხადება მისთვის აბსოლუტურად მოულოდნელი, გაუგებარი იყო. მით უმეტეს, თქვა, რომ ის არანაირ პროცედურაზე უარს არ აცხადებს. მკურნალობის თუ რამე შემოთავაზება ჰქონდა, ყველაფერზე თანხმდება. ახლა დამატებით მოვითხოვე ავადმყოფობის ისტორია, მაგრამ აღარ გვიშვებენ ადვოკატებს ადმინისტრაციაში. უფრო მეტიც, ორი კვირის წინ მოთხოვნილი ავადმყოფობის ისტორიის გაცემაზე უარს აცხადებს დავარაშვილი და ამბობს, როცა გაწერენ სააკაშვილს, მაშინ გავამზადებო. დაცვამ არაფერი იცის მის გადაყვანასთან დაკავშირებით. სააკაშვილმა თქვა, რომ თუ გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანენ, იქ მოხდა მისი წამება, მის მიმართ არაადამიანური მოპყრობა, თუ ციხეში გადაიყვანენ, იქ კიდევ უარესი იყო. აქვს გადაყვანის მოლოდინი, თქვა, რომ არაფერია გამორიცხული ამათგან, მიუხედავად იმისა, რომ მომაკვდავ მდგომარეობაში ვარო”, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.
ადვოკატი სახალხო დამცველს მიმართავს, სააკაშვილის საკითხით დაინტერესდეს.
“სახალხო დამცველი ჩაერთოს, მან აიღო პარლამენტიდან ვალდებულება, რომ დაიცავდა ადამიანების და პატიმრების უფლებებს, კეთილი ინებოს, იმ ფაშისტური განცხადების შემდეგ, რაც გააკეთა “ვივამედმა“, კრასნოდარელმა ექიმმა ჩხაიძემ, მობრძანდეს. სხვათა შორის ექიმი, რომელიც დაუნიშნეს სააკაშვილს, მასაც კრასნოდარის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, კრასნოდარმა წალეკა აქაურობა. მოვიდეს და გაარკვიოს, რა ხდება ამ პატიმართან დაკავშირებით, მისი ვალდებულებაა და ვალდებულება შეასრულოს. კონსილიუმის შესვლასაც ვითხოვთ, განცხადებით უნდა მივმართოთ, რომ კონსილიუმი სასწრაფოდ შევიდეს. ავადმყოფობის ისტორიას გვიმალავენ, არ გვაძლევენ და ასე შემდეგ. აბსოლუტურად ალყადარტყმულია სააკაშვილი, რომ ვერ მივიღოთ ინფორმაცია“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
თაგები:
შალვა ხაჭაპურიძე

შალვა ხაჭაპურიძე – მიხეილ სააკაშვილი არის მომაკვდავ მდგომარეობაში! ამის გადაბრალება პაციენტზე, არის ეთიკის ნაკლებობა და ცინიზმის დემონსტრირება

ლაშა კალანდაძე – ბიძინა ივანიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადებული აქვს, 2023 წლის 20 მარტიდან დღემდე ვერ ახერხებს აქტივებზე წვდომას

შალვა ხაჭაპურიძე – საკუთარი შვილი რომ ჰყავდეთ ასეთ მდგომარეობაში და ექიმი ეუბნებოდეს, სტრესის გამო გაქვს მეექვსე თვეა 38 სიცხე, მათთვის მისაღები პასუხი იქნებოდა?