შალვა ნათელაშვილი - მოვუწოდებ ივანიშვილს, ცივი გონებით იაზროვნოს, ჩააბაროს ხალხს მიტაცებული ძალაუფლება, დანიშნოს ახალი არჩევნები

ავტორი
Frontnews საქართველო
ჩვენ ახლა შიდა მაფიოზურ გარჩევებს ვხედავთ, რის გამოც ზოგი სევდიანი თვალებით გამოიყურება იზოლატორიდან, ზოგი გაქცეულია და ევროპა-ამერიკიდან გვეხმიანება, მთელი რიგი პირები კი ემზადებიან ამ პერსპექტივისთვის, - ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აქ საუბარია იმაზე, ვინ მეტი მოიპარა, ვინ მეტი წააართვა ხალხს და რაც მთავარია, ვინ უღალატა ბიძინა ივანიშვილს.
"ესენი არიან დაქირავებული მონები, ერის გაყიდვაზე ორიენტირებულები, ფულის საშოვნელად შეკრებილები, რომლებიც დაკავებული არიან ჩვენგან მოპარული სიმდიდრის გაყოფით, ამ გაყოფაში მოსდით უთანხმოებები ერთმანეთში.
ჩვენ ახლა შიდა მაფიოზურ გარჩევებს ვხედავთ, რის გამოც ზოგი სევდიანი თვალებით გამოიყურება იზოლატორიდან, ზოგი გაქცეულია და ევროპა-ამერიკიდან გვეხმიანება, მთელი რიგი პირები კი ემზადებიან ამ პერსპექტივისთვის. აქ ხომ არ არის არანაირი დავა ქვეყნის განვითარების უკეთეს გზებზე, იდეოლოგიური მიმართულებების განვითარებაზე, ამის გამო წარმოშობილ უთანხმოებაზე მმართველ ელიტაში, აქ საუბარია იმაზე, ვინ მეტი მოიპარა, ვინ მეტი წაგვართვა და რაც მთავარია, ვინ გადააგდო მბრძანებელი, ვინ არ მიუტანა მილიონები, მილიარდები და შესაბამისად, რეაქციაც, სამართლებრივი და პოლიტიკური ე.წ. პასუხისმგებლობაც ამის მიხედვით დგება.
საქართველო ივანიშვილისთვის გახდა საწყობ-ლომბარდი, ხოლო ხალხი მძევლად აყვანილი კატეგორია, რომელიც წინ უნდა აიფაროს თავისი ბინძური მიზნების მისაღწევად. მე მას მოვუწოდებ, ცივი გონებით იაზროვნოს, ჩააბაროს ხალხს მიტაცებული ძალაუფლება, დანიშნოს ახალი არჩევნები, მოაცილოს თავისი ბანდა "ქართული ოცნების" სახით ქართულ პოლიტიკას, სხვა შემთხვევაში ის ქართველი ერისგან და მსოფლიო თანამეგობრობისგან სამუდამოდ უარყოფილი და მოძულებულია, სამართლიანად და დასაბუთებულად", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
თაგები:
შალვა ნათელაშვილი




