შალვა ნათელაშვილი - მთელი ეს დათბობა ივანიშვილის და კიევის რეჟიმებს შორის უკავშირდება გარიგებას სააკაშვილის განთავისუფლებაზე

ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტი ზელენსკი სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ ივანიშვილს, მისი ოჯახისა თუ ბანდის წევრებს ევროკავშირის სანქციებისგან გადარჩენას ჰპირდება, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"მოკლედ ბევრი შესავლის გარეშე. მთელი ეს დათბობა ივანიშვილის და კიევის რეჟიმებს შორის უკავშირდება გარიგებას ექსპრეზიდენტ სააკაშვილის განთავისუფლებაზე, უცხოეთში ხანგრძლივი მკურნალობის მოტივაცით, სანაცვლოდ პრეზიდენტი ზელენსკი ჰპირდება პროპუტინისტური ტირანული რეჟიმის დიქტატორ ივანიშვილს, მისი ოჯახისა თუ ბანდის წევრებს ევროკავშირის სანქციებისგან გადარჩენას.
მინდა იმედი ვიქონიო, რომ თვითონ სააკაშვილი კიდევ ერთხელ არ წავა ისეთ ნაბიჯზე, რაც საქართველოს მსხვერპლად მიტანა იქნება, მისი თავისუფლებისა და ბედნიერების სანაცვლოდ", - წერს ნათელაშვილი.
თაგები:
შალვა ნათელაშვილი




