შალვა ნათელაშვილი – ვინც გაბედავს და ლაშა ჩხარტიშვილს მიუსჯის პატიმრობას, ტრაგიკულად დაუმთავრდება ყველაფერი

ავტორი
Front News საქართველო
ლაშა ჩხარტიშვილი, პარტიის ერთ-ერთი თვალსაჩინო ლიდერი, უკვე 22-ჯერ დააჯარიმეს რუსთაველის გადაკეტვის გამო და ახლა უპირებენ დაპატიმრებას, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს მათ ვერ შეაშინებს.
“ყველა დარწმუნებული ვართ იმაში, რომ საქართველოს უწერია აღდგომა, გამარჯვება და გაბრწყინება, თუმცა ამისათვის ბრძოლაა საჭირო და მოგეხსენებათ, “ლეიბორისტულ პარტიას” უჭირავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ივანიშვილის რეჟიმის სანქცირების დროშა და რა თქმა უნდა, სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობაშიც წამყვანი პოზიციები გვიკავია.
ლაშა ჩხარტიშვილი, პარტიის ერთ-ერთი თვალსაჩინო ლიდერი, უკვე 22-ჯერ დააჯარიმეს რუსთაველის გადაკეტვის გამო და ახლა უპირებენ დაპატიმრებას. ფიქრობენ, რომ ამით შეგვაშინებენ. რაც თავის მოტყუებაა, რადგან ბრძოლა გამწვავდება და მათი პოლიტიკიდან წასვლით დაგვირგვინდება. ვაფრთხილებ პირადად ივანიშვილს, ყველა მოსამართლეს და პროკურორს, ვინც გაბედავს და ლაშა ჩხარტიშვილს მიუსჯის პატიმრობას, ტრაგიკულად დაუმთავრდება ყველაფერი”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
თაგები:
შალვა ნათელაშვილი




