შალვა პაპუაშვილი – აღქმებზე და “იმანამასუთხრაზე” დაფუძნებული დასკვნებით რომ იქნებოდა ეს ანგარიში გაჯერებული, მგონი ეს უკვე არც არავის უკვირს


ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების არაოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშის გამოქვეყნებას ეხმაურება.
“სამართლიანმა არჩევნებმა“ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა. აღქმებზე და „იმანამასუთხრაზე” დაფუძნებული დასკვნებით რომ იქნებოდა ეს ანგარიში გაჯერებული, მგონი ეს უკვე ამ ორგანიზაციის სტანდარტად იქცა და არც არავის უკვირს, მაგრამ ამ მოლოდინსაც კი გადააჭარბა – პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მხრიდან – რომელმაც „სამართლიანი არჩევნების“ მიერ უბნების 8%-ზე ბიულეტენების მეტობის მტკიცების სიყალბე დოკუმენტურად დაამტკიცა – სამართლიანი არჩევნების „დაბალი სტანდარტის მქონე“ სადამკვირვებლო ორგანიზაციად მოხსენიების წარმოჩენა, როგორც ამ ორგანიზაციაზე „ზეწოლა“.
ანუ, რა ვქნათ ახლა, ორგანიზაციაზე, რომელიც ერთი თვე პარალელური დათვლის ნამდვილ შედეგებს უმალავდა საზოგადოებას და რვა თვე მეტობით ოქმების სიას, უბოდიშოდ კრიტიკული აზრის გამოთქმაც აკრძალულია? საინტერესოა, ზოგს კრიტიკა ცალკარა რომ ჰგონია”, – წერს პაპუაშვილი.
ISFED-მა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების არაოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშში გამოაქვეყნა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა