Logo

შალვა პაპუაშვილი - ამ პოსტის შექმნა მამუკა მდინარაძის გამოცდილებიდან, წონიდან და ცოდნიდან გამომდინარე იყო ჩაფიქრებული

პოლიტიკა
93
Frontnews
შალვა პაპუაშვილი - ამ პოსტის შექმნა მამუკა მდინარაძის გამოცდილებიდან, წონიდან და ცოდნიდან გამომდინარე იყო ჩაფიქრებული

სახელმწიფო მინისტრის პოზიცია აღარ შეიქმნება, სავარაუდოდ, მოხდება რეგიონული განვითარების სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, შეიქმნება თუ არა თანამდებობა, რომლის შექმნასაც აპირებდა ხელისუფლება მამუკა მდინარაძისთვის.

"მთავრობის სტრუქტურაში ცვლილებებთან დაკავშირებულ პროექტზე მომავალ სასესიო კვირაში გვექნება მსჯელობა. სახელმწიფო მინისტრის პოზიცია აღარ შეიქმნება. როდესაც დაანონსდა, რომ გაუქმდებოდა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირების მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის პოზიცია, შეიქმნებოდა იგივე მიმართულებით. რაც შეეხება გაუქმებას, გაუქმდება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირების მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის პოზიცია, არ შეიქმნება რეგიონული მიმართულებით კოორდინაციის. მსჯელობა მიდის და სავარაუდოდ, მოხდება რეგიონული განვითარების სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანება. ის ამოცანები, რომელიც მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის სახით დააკისრა პრემიერ-მინისტრმა მამუკა მდინარაძეს, ეს იყო მათ შორის მისი პირადი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ეს ფუნქცია მან ძალიან კარგად შეასრულა და ეს კოორდინაცია ძალიან კარგად არის აწყობილი. სურვილი იყო, რომ რეგიონული მიმართულებითაც იგივე გაკეთებულიყო კოორდინაციის მხრივ. იქიდან გამომდინარე, რომ მამუკა მდინარაძემ მიიღო გადაწყვეტილება, პოლიტიკიდან წასულიყო, ეს საჭიროება აღარ დგას. ამ თანამდებობის შექმნა სწორედ მამუკა მდინარაძის შესაძლებობებიდან გამომდინარე იყო ჩაფიქრებული. ამას პოლიტიკური გამოცდილება სჭირდება, რაც განსაკუთრებულად მამუკა მდინარაძეს ჰქონდა. სამართალდამცავი უწყებების მიმართულებით მისი საქმიანობა ამის ყველაზე კარგი დასტურია. რა თქმა უნდა, ამ პოსტის შექმნა მამუკა მდინარაძის გამოცდილებიდან, წონიდან და ცოდნიდან გამომდინარე იყო ჩაფიქრებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

27 აგვისტოს მამუკა მდინარაძემ რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები