Logo

შალვა პაპუაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

პოლიტიკა
35
Frontnews
შალვა პაპუაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს გარეთ უორდს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებში არსებული გამოწვევები განიხილეს და მათი მოგვარების მიზნით მუშაობის მზაობა დაადასტურეს. ამ კუთხით, ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა ფორმატის ფარგლებში თანამშრომლობის აღდგენის მნიშვნელობაზე.

შეხვედრისას აღინიშნა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ნდობაზე დაფუძნებული პარტნიორობის აღდგენის მნიშვნელობა.

საუბარი, აგრეთვე, შეეხო საპარლამენტო კავშირების შემდგომი გააქტიურების საკითხს. დადებითად შეფასდა წელს, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ასამბლეის ფარგლებში, თემთა პალატის თავმჯდომარე ლინდსი ჰოილთან გამართული ნაყოფიერი შეხვედრა და გამოითქვა კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელების მზადყოფნა.

შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ლონდონში დაგეგმილი ყირიმის პლატფორმის საპარლამენტო სამიტის საორგანიზაციო საკითხები.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები