
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) რეგიონულ დირექტორს, ევა ბუჟას შეხვდა.
ევა ბუჟამ შალვა პაპუაშვილს მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტსა და ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობისთვის. აღინიშნა ინსტიტუტის მნიშვნელოვანი როლი საქართველოს დემოკრატიზაციისა და ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერის საქმეში.
შეხვედრაზე, აგრეთვე, განიხილეს პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობის პრიორიტეტები და პარლამენტის გაძლიერების პროცესში ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის შემდგომი ჩართულობის შესაძლებლობები.
მხარეებმა აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოხატეს.
ინდორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს