შალვა პაპუაშვილი – ევროპა დღეს საშველია თავად ბრიუსელისგან, ევროკავშირის მესვეურებისგან

ავტორი
Frontnews საქართველო
საფრანგეთის აქციები არის იმის შედეგი, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებები არ მოქმედებენ საკუთარი ხალხის ეროვნული ინტერესების შესაბამისად, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ბრიუსელის დიქტატი მოქმედებს, აიძულებს მათ, საკუთარი ინტერესის წინააღმდეგ იმოქმედონ, იქნება ეს მიგრაციის პოლიტიკა, ეკონომიკის მიმართულებით პოლიტიკა თუ სხვა.
"ყველა ამ პოლიტიკის შედეგია ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება. საბოლოო ჯამში, მიიღეს უკმაყოფილო საზოგადოება. კვლევებშიც ადასტურებს, რომ ქვეყნები ხელისუფლებების მიმართ საზოგადოების ნდობა არის ძალიან დაბალი. ათი პროცენტის გარშემოა გერმანიის ხელისუფლების, საფრანგეთის ხელისუფლების და ყველა წამყვანი ევროპის ხელისუფლებების მიმართ ნდობა. ეს უნდობლობა გამოისახა იმ ძალადობაში, რომელსაც ვხედავთ ევროპის სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ცივილიზაციურ უფსკრულზე, სადაც დღეს ბრიუსელი ევროპას მიაქანებს, პირდაპირ ვნახეთ, რა არის ცივილიზაციური უფსკრული. ვხედავთ, როგორ წვავენ პარიზში შენობებს, ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლებს, როგორია ძალადობა პარიზის და სხვა ქალაქების ქუჩებში. ეს არის ევროპის ცივილიზაციური უფსკრული. ევროკავშირი დღეს ცივილიზაციურად ღუპავს ევროპას. ჩვენი ამოცანაა და ამიტომ ვართ ჩვენ კრიტიკულები ევროკავშირის და ბრიუსელის მიმართ, რომ გადავარჩინოთ ევროპა, შევინარჩუნოთ ის ცივილიზაცია, რომლის თანაშემოქმედები ვართ და ვხედავთ, რომ მიაქანებს დღეს ბრიუსელი ევროპას. ევროპა დღეს თავად ბრიუსელისგან არის საშველი, ევროკავშირის მესვეურებისგან, რომ საბოლოოდ არ გადაიჩეხოს ცივილიზაციურ უფსკრულში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი




