
ავტორი
Front News საქართველო
როცა უკრაინის მიმართ სოლიდარობაზე ვსაუბრობთ, ხაზს ვუსვამთ იმას, რომ საქართველო გამორჩეულია ყველა ქვეყნისგან იმით, რომ ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ომი რუსეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, გამოწვევების მიუხედავად, საქართველო სრულად სოლიდარულია უკრაინის მიმართ.
“ეს გამოწვევები დღესაც გვაქვს და სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, განსაკუთრებით ნატოს წევრი ქვეყნებისგან, ჩვენ სოლიდარულები ვართ უკრაინის მიმართ ისე, რომ არ გვიცავს არც ნატოს ატომური ქოლგა, არც ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგა და ამავე დროს რუსეთს ჩვენი ორი რეგიონი ოკუპირებული აქვს. ამ გამოწვევების მიუხედავად, ამ გარემოში სრულად სოლიდარული ვართ უკრაინის მიმართ და ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ კუთხით შეხედონ საქართველოს და ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ამ სოლიდარობის ფონზე პასუხისმგებელი ვართ ჩვენი მოქალაქეების წინაშე, რომ უსაფრთხოების გარემო არ გაუარესდეს და არ გავრისკოთ სამხედრო კონფრონტაცია რუსეთთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს