
ავტორი
Front News საქართველო
კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი მოხდა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ოკუპაციის სიმძიმეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
“დღეს, ადამიანის უფლებების დაცვის დღეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ პერსპექტივითაც შევხედოთ, რომ ოკუპაცია გულისხმობს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევას, არამედ ეს, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას იმ რეგიონებში, რომლებიც ოკუპაციის ქვეშ არის. ეს არის ის ზონა, რომელიც, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს მიერ აღიარებულია, რომ არის რუსეთის ეფექტური კონტროლის ქვეშ. შესაბამისად, ოკუპაციის გამოწვევა ამ მხრივაც არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანის უფლებების მხრივ არის მძიმე მდგომარეობა.
ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ოკუპაცია რაც შეიძლება მალე დასრულდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ გალში ადგილობრივი ე.წ. მილიციის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. სუსში განაცხადეს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურეს, თუმცა არ დაადასტურეს ხსენებული პირის უკანონოდ დაკავების მცდელობა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს