შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, დადგინდეს ყველა დეტალი, თუ არის ადამიანური ფაქტორი, ვინმეს ჩარევა, საბოტაჟის ხასიათის ქმედება

ავტორი
Front News საქართველო
ფაქტია, უჩვეულო მოვლენა იყო, როდესაც მიყოლებით მოხდა მთლიანად სისტემის გათიშვა, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა დეტალი გაირკვეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
"მნიშვნელოვანია, გამოკვლეული და გამოძიებული იყოს, რასთან გვქონდა საქმე. ფაქტია, ეს იყო უჩვეულო მოვლენა, როდესაც მიყოლებით მოხდა მთლიანად სისტემის გათიშვა. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა დეტალი გაირკვეს. არ მინდა, წინ გავუსწრო, ვნახოთ, რა იქნება შედეგი ამ გამოძიების. მნიშვნელოვანია, დადგინდეს ყველა დეტალი, თუ არის ადამიანური ფაქტორი, ვინმეს ჩარევა, საბოტაჟის ხასიათის ქმედება, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გამოვლენილი. ვნახოთ, რასთან გვექნება საქმე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად, არაერთგზის გათიშვის გამო სუსმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით დაიწყო, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მიზნით, სახელმწიფო საწარმოს ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლას ან მათ დაზიანება/განადგურებას გულისხმობს.
ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება 24 და 25 ივლისს რამდენიმე საათით იყო გათიშული.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი




