Logo

შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა

პოლიტიკა
42
Frontnews
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ბელგიის სამეფოს დედაქალაქ ბრიუსელში გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს ბელგიის ფედერალური პარლამენტის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტებთან.

დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან: ნიკოლოზ სამხარაძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე; ლევან მახაშვილი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და დავით მათიკაშვილი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები