Logo

შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგში გაემგზავრა

პოლიტიკა
112
Frontnews
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგში გაემგზავრა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგში გაემგზავრა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს დეპუტატთა პალატის სპიკერის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები.

დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან: ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე; ლევან მახაშვილი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და დავით მათიკაშვილი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები