შალვა პაპუაშვილი – ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ თავიდან ავირიდოთ ახალი ომი უკრაინაში


ავტორი
Front News საქართველო
მთავარი მიზანი არის ომის არდაშვება, ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ თავიდან ავირიდოთ ახალი ომი უკრაინაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი იყო რიგით მეორე პარლამენტი, რომელმაც მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია.
“სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილმა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ხმა არ მისცა, რაც სამწუხაროა. ჩვენ უკრაინელი კოლეგებისგან მოვისმინეთ მადლობა ამ მხარდაჭერისთვის. საქართველოს, ალბათ ყველაზე კარგად ესმის, რა მდგომარეობაში იმყოფება ახლა უკრაინა, სწორედ ამიტომ ვუსვამთ ხაზს, რომ მთავარი მიზანი და რეზოლუციის შინაარსიც სწორედ ეს იყო, არის ომის არდაშვება, ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ თავიდან ავირიდოთ ახალი ომი უკრაინაში, ვინაიდან ეს, მათ შორის, საქართველოს უსაფრთხოების საკითხებთანაც არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ უკრაინელ ხალხს ვუცხადებთ ძალიან მკაფიო სოლიდარობას და მხარდაჭერას, რომ არ მოხდეს ახალი ომი უკრაინაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი – ყველა ჩვენი ძალისხმევა, საქმე, სიტყვა უნდა იყოს მიმართული სწორედ აქეთ, რომ არ მოხდეს ახალი ომი უკრაინაში

შალვა პაპუაშვილი – “ლელო“ რომ ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლებაში 2022 წლის თებერვალში, საქართველოში დაიწყებოდა ომი

შალვა პაპუაშვილი – როგორც კი მიხვდნენ, რომ საქართველო მიიღებდა სტატუსს, შეეცადნენ, თავიანთი თავისათვის მიეწერათ ეს მიღწევა