Logo

შალვა პაპუაშვილი – ქრისტეს შობით გამოწვეული სიხარული სუფევდეს თქვენს გულებში და ოჯახებში!

პოლიტიკა
708
Frontnews image description

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი  მოსახლეობას შობას ულოცავს.

 

“საქართველოში მცხოვრებ ყველა მართლმადიდებელს და ყველას, ვინც ამ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავს, ვულოცავ მაცხოვრის შობას!

 

განსაკუთრებულად, მინდა, შობის დღესასწაული მივულოცო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს.

 

ქრისტეს შობით გამოწვეული სიხარული სუფევდეს თქვენს გულებში და ოჯახებში!

 

ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და სიკეთით სავსე ცხოვრებას გისურვებთ!“, – აღნიშნულია მილოცვაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები