
ავტორი
Front News საქართველო
სალომე ზურაბიშვილის ნაბიჯები საზიანოა საქართველოს ეროვნული ინტერებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომლის თანახმად, მაღალია ალბათობა, რომ არჩევნებამდე ერთი-ორი თვით ადრე სალომე ზურაბიშვილი გადადგება და მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში.
“ჩვენ ვხედავთ, რომ მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია, ის განზრახ გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. მისი ნაბიჯები საზიანოა საქართველოს ეროვნული ინტერებისთვის, მათ შორის უსაფრთხოების ინტერესებისთვის და ამიტომ რამის გამორიცხვა შეუძლებელია. ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილი მოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ და უკვე აშკარად მოქმედებს ოპოზიციის დღის წესრიგით. რამის გამორიცხვა ძნელი იქნება. რაც უფრო მეტად დააზიანებს საქართველოს, საბოლოო ჯამში, იმ ნაბიჯს გადადგამს სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს